ჩვენ მიერ მოგროვებული მასალების, ინფორმაციისა და კვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივედით, რომ მწეველ ბავშვებს გააზრებული აქვთ, თუ რამდენად ცუდ რამეს აკეთებენ, მაგრამ მაინც არ ეშვებიან მოწევას.
რეალურად სიგარეტი იმაზე საშიში და მავნებელია ორგანიზმისთვის, ვიდრე ჩვენ ყველაზე ცუდ ფიქრებშიც კი წარმოგვიდგენია. სწორედ მოწევაა ყოველი მეექვსე ადამიანის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი.
მოწევა იწვევს კბილებზე ემალის დაზიანებას, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითებას, იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას, რის გამოც ორგანიზმი იღებს გაცილებით ნაკლებ ჟანგბადს, ვიდრე მას სჭირდება ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რის შედეგადაც გული იწყებს უფრო აქტიურად მუშაობას ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად და ჩნდება გულის დაავადების რისკი. მოწევა ასევე აზიანებს ტვინს და შინაგან ორგანოებს, იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და ნაოჭების ადრეულ ასაკში გაჩენას. პროფესორმა იაკობსონმა, დაადგინა რომ მოწევა მამაკაცებში იწვევს პოტენციის დაქვეითებას, ქალებში კი ზრდის კლიმაქსის ნაადრევ ასაკში გამოვლენის რისკს.
საშინელი შედეგი აქვს მოწევას არამწეველისთვის, რომელებიც ჩაისუნთქავენ გამოშვებულ ბოლს, ანუ ხდებიან პასიური მწეველები, იზრდება მათი დაავადების რისკი, ამიტომ დაფიქრდით, ვიდრე თქვენ სიგარეტს მოუკიდებთ, ამით არა მხოლოდ თქვენ თავს კლავთ, არამედ თქვენს გარშემო მყოფ ხალხსაც და უმეტეს შემთხვევაში ხომ ისინი თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და საყვარელი ხალხია, ამიტომ შეეცადეთ, სანამ რამეს გააკეთებთ, დაფიქრდეთ, თუ შენ ახლაც გიჭირავს სიგარეტი ხელში ან გვერდზე გიდევს, გამოიჩინე სიმამაცე და ერთი ღერი მაინც გადატეხე და გადააგდე!
ვფიქრობთ, კომპლექსურად უნდა იზრუნოს ყველამ ამ პრობლემის მოგვარებაზე: სახელმწიფომაც, საზოგადოებამაც, მშობელმაცა და სკოლამაც. სახელმწიფოს მხრიდან , ალბათ, უფრო უნდა გამკაცრდეს კონტროლი თaმბაქოს წარმოება-გაყიდვაზე, რადგან თანმიმდევრულად გატარებული თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა, შეამცირებს მის მოხმარებას მოზარდებში. შეიძლება შემდეგი შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოს მხრიდან:
- თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებში
- 20 ღერზე ნაკლები თამბაქოს ღერების გაყიდვის აკრძალვა
- მოწევის აკრძალვა სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
- ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
- თამბაქოს რეკლამირების პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა
- გადასახადის გაზრდა თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციაზე.
ჩვენ ძალიან მოგვეწონა ავსტრალიის სკოლებში არსებული თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება. კარგი იქნება, თუ ჩვენს სკოლებშიც დამკვიდრდება ასეთი წესები. იქ ყველა სკოლას მოეთხოვება შეიმუშაოს თამბაქოს მოხმარების რეგულირებისა და პრევენციის პოლიტიკა. ავსტრალიული სკოლების თამბაქოს მოხმარების რეგულირების პოლიტიკა ორი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება: ტექნიკური და შინაარსობრივი: ტექნიკური მხარე გულისხმობს, რომ სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება აკრძალულია ყველასთვის, თუ მოსწავლე შემჩნეული იქნება თამბაქოს მოხმარებში, დაუყოვნებლივ ხდება მშობლის ინფორმირება. იმ უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში თავი შეიკავონ თამბაქოს მოხმარებისგან, გამოყოფილია სპეციალური ოთახი, სადაც მოსწავლეებს შესვლის უფლება აქვთ დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. ოთახი იზოლირებულია სკოლის ძირითადი ნაწილისაგან. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, ძირითადად მიმართულია პრევენციაზე და მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებაზე. დადგენილია, რომ მშობელს უდიდესი გავლენა აქვს ამ კუთხით, ამიტომ სკოლები მშობლებს ურიგებენ შესაბამის ბუკლეტებს. მწეველი მოსწავლეებისთვის ავსტრალიის სკოლებში შექმნილია ეგრეთ წოდებული”მწეველთა კლინიკები”, რომელსაც კურირებს სკოლის ექთანი, აღნიშნულ კლინიკებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ უტარდებათ სემინარები, ასევე სკოლის ექთანი ინდივიდუალურად ეხმარება მოსწავლეებს, რომ მათ თავი დაანებონ მოწევას.
როგორც აღვნიშნეთ, მშობლებს უდიდესი როლი შეუძლიათ, შეასრულონ და დაეხმარონ მათ ამ მავნე ჩვევასთან გამკლავებაში. ეს პრობლემა მშობლების ბრალიცაა, რადგან ისინი იმის მაგივრად, რომ აუხსნან თუ რა მავნებელია სიგარეტი მათი ჯანმრთელობისთვის, პირდაპირ მუქარაზე გადადიან, თან მათ თვალწინ ეწევიან სიგარეტს. ბავშვი ხომ იმას აკეთებს, რასაც უფროსები აჩვენებენ? მითუმეტეს მაშინ, როდესაც ახალგაზრდებში "მალე გაზრდის" სენი არის გამეფებული . ყველა ცდილობს, რომ უფრო დიდი გამოჩნდეს და ხშირად სწორედ ამ საშინელი საქციელით ცდილობენ ამის მიღწევას. ამიტომაც ჩვენს დასკვნებსა და შეფასებებზე დაყრდნობით, თავს უფლებას ვაძლევთ, მივმართოთ მშობლებს:
ხელი შეუწყეთ თქვენს შვილებს იცხოვრონ თამბაქოსაგან თავისუფალ ოჯახში. თქვენ განსაკუთრებული ზეგავლენა გაქვთ მათ მომავალზე. შვილისათვის მშობელი ნებისმიერი ქცევით (მათ შორის მავნე ჩვევით) მისაბაძი და სამაგალითოა. მშობელმა შვილს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ სწორად უნდა მიაწოდოს, დაიცვას ოჯახში მოწევის წესები (არ მოწიოს ბავშვის თანდასწრებით, მომსველთათვის გამოყოს თამბაქოს მოსაწევი ადგილი). თუნდაც თქვენ ეწეოდეთ, ბავშვობიდან უნდა ესაუბროთ მოწევის მავნე ზეგავლენასა და არაპრესტიჟულობაზე. აუხსენით მას, რომ თამბაქო ადამიანს არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს, ემართება სხვადასხვა დაავადებები, უფუჭდება კანი, კბილები... თამბაქოს მოწევა არ ხსნის სტრესსა და სასოწარკვეთილებას. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი თვალს ადევნებს თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიას, მოზრდილების 90 % თამბაქოსა და მისი ნაწარმის მოხმარებას ბავშვობის ასაკიდან იწყებს. თამბაქოს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, ნიკოტინს ადამიანი ისევე ეჩვევა, როგორც კოკაინს ან ჰეროინს. დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი ნიკოტინზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, აქვთ თუ არა თქვენს ბავშვებს ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე. მშობლებმა შვილებს უნდა მიაწოდონ სწორი ინფორმაცია მოწევასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა დაიცვან ისინი ამ მავნე ჩვევისაგან. მშობლები ბავშვებს თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე მათი ასაკის შესაფერისად და გასაგებად უნდა ესაუბრონ, დააკავეთ ისინი ცხოვრების აქტიური წესით, სპორტით, რათა დრო არ დარჩეთ აყვნენ თანატოლების მავნე ჩვევებს. აუხსენით ბავშვებს სიგარეტის რეკლამების მოჩვენებითი მომხიბვლელობის შესახებ, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა დაასწროთ თქვენი შვილები თამბაქოსაგან თავისუფალ ღონისძიებებს სიგარეტის მოწევის მავნებლობასა და არაპრესტიჟულობაზე ბავშვებს უნდა ესაუბროს ორივე მშობელი (მწეველობის მიუხედავად) ყველაზე კარგია, მშობელი არ ეწეოდეს ან შეწყვიტოს! უთხარით თქვენს შვილებს მხოლოდ სიმართლე!
0 comments: