ხუთი პროდუქტი, რომელიც სიგარეტის მავნებლობას ამცირებს
სპეციალისტებმა იმ პროდუქტების სია შეადგინეს, რომლებსაც სიგარეტის მავნებლობის განეიტრალება შეუძლიათ. საერთო ჯამში, ეს პროდუქტები ხელს უწყობენ როგორც აქტიური, ისე პასიური მოწევით ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას. კომბოსტო – აშშ-ის ეკოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის კვლევების თანახმად, კომბოსტო საუკეთესო საშუალებაა კიბოს პროფილაქტიკისთვის. მასში შემავალი იზოტიოციანცატები სიმსივნური უჯრედების წარმოქმნასა და გავრცელებას აფერხებენ. კომბოსტოს რეგულარული მიღება ფილტვის კიბოთი დაავადების შანსს 36%-ით ამცირებს.
პომიდვრის წვენი – იაპონელთა აზრით, პომიდვრის წვენი ეფექტური საშუალებაა ფილტვების ემფიზემის წინააღმდეგ, რომლის გამომწვევი მიზეზი თამბაქოს კვამლის რეგულარული შესუნთქვაა. მის შემადგენლობაში უხვადაა ლიკოპენის ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის უჯრედებისთვის მავნე ჟანგბადის რადიკალების წარმოქმნას.
სტაფილოს წვენი – ადამიანის ორგანიზმში ბეტა-კაროტინი А ვიტამინისგან გარდაიქმნება, რომელიც ლორწოვანი გარსის გამაგრებისთვის აუცილებელია. ამ შემთხვევაში, მწეველმა დღეში ორი ჭიქა სტაფილოს წვენი უნდა მიიღოს.
ჯეჯილი – ხორბლის მოუმწიფებელ თავთავში სასარგებლო და აქტიური ნივთიერებების მთელი გამაა, რომელთა შორისაა ვიტამინი Е და В12, ფილიუმის მჟავა და სელენიუმი, რომლებიც ფილტვების ქსოვილებს იცავენ.
ვიტამინი С – ის მრავალ ხილსა და ბოსტნეულშია. С ვიტამინის თავისებურება ისაა, რომ ის ორგანიზმში არ წარმოიქმნება და მასში მხოლოდ გარედან ხვდება. თითოეული მოწეული სიგარეტი 35 მილიგრამ ამ დეფიციტურ ვიტამინს ანეიტრალებს.
გთავაზობთ 50 არგუმენტს, თუ რატომ არ უნდა მოსწიოთ სიგარეტი. სკეპტიკოსმა მწეველებმა დაასახელეთ თუნდაც ერთი საპირისპირო არგუმენტი, რომელიც გაამართლებს სიგარეტის მოწევას. თუ ასეთ არგუმენტს ვერ დაგვიპირისპირებთ, დაუფიქრდით ჩვენს კითხვას – რატომ ეწევით?
პომიდვრის წვენი – იაპონელთა აზრით, პომიდვრის წვენი ეფექტური საშუალებაა ფილტვების ემფიზემის წინააღმდეგ, რომლის გამომწვევი მიზეზი თამბაქოს კვამლის რეგულარული შესუნთქვაა. მის შემადგენლობაში უხვადაა ლიკოპენის ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის უჯრედებისთვის მავნე ჟანგბადის რადიკალების წარმოქმნას.
სტაფილოს წვენი – ადამიანის ორგანიზმში ბეტა-კაროტინი А ვიტამინისგან გარდაიქმნება, რომელიც ლორწოვანი გარსის გამაგრებისთვის აუცილებელია. ამ შემთხვევაში, მწეველმა დღეში ორი ჭიქა სტაფილოს წვენი უნდა მიიღოს.
ჯეჯილი – ხორბლის მოუმწიფებელ თავთავში სასარგებლო და აქტიური ნივთიერებების მთელი გამაა, რომელთა შორისაა ვიტამინი Е და В12, ფილიუმის მჟავა და სელენიუმი, რომლებიც ფილტვების ქსოვილებს იცავენ.
ვიტამინი С – ის მრავალ ხილსა და ბოსტნეულშია. С ვიტამინის თავისებურება ისაა, რომ ის ორგანიზმში არ წარმოიქმნება და მასში მხოლოდ გარედან ხვდება. თითოეული მოწეული სიგარეტი 35 მილიგრამ ამ დეფიციტურ ვიტამინს ანეიტრალებს.
- თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს ნიკოტინს.
- თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი 1-4%, ნახშირწყლები 2-20%, ორგანული მჟავები 5-17%, ცილები 1-13%, ეთერები 0,1-1,7%.
- ნიკოტინი მცენარეული წარმოშობის ალკალოიდია, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ცენტრალურ და ვეგეტატურ ნერვულ სისტემაზე.
- ნიკოტინი არის ისეთივე ნივთიერება, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი.
- ნიკოტინი საწამლავია, რომელიც ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს.
- ერთი წვეთი ნიკოტინი კლავს საშუალო წონის ადამიანს.
- თამბაქოში შემავალი ნიკოტინი იწვევს რა მძიმე დაავადებებს, ადამიანს კლავს თანდათანობით,
- ნიკოტინი ჩასუნთქულ კვამლთან ერთად ჩადის ფილტვებში, სწრაფად გადადის სისხლში და თავის ტვინს აღწევს 8 წამში.
- ნიკოტინი მცირე დოზით აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და სუნთქვის ცენტრს. აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას, ავიწროვებს გუგას, იწვევს მაჯისცემისა და არტერიული წნევის მომატებას;
- სიგარეტის მოწევისას ორგანიზმისათვის ნიკოტინის საშიში კონცენტრაციაა 0,5 მგრ/მ. ნიკოტინის ეს კონცენტრაცია შეიძლება დაგროვდეს საშუალო მოცულობის ოთახში 8 ღერი სიგარეტის მოწევის შემთხვევაში;
- თამბაქოს მოხმარება, მასში არსებული ალკალოიდის – ნიკოტინისა და მისგან წარმოებულების – ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო იწვევს ადამიანის დამოკიდებულებას თამბაქოს ნაწარმზე. დროთა განმავლობაში ნიკოტინის მიმართ ყალიბდება ფსიქიკური და ქცევითი დამოკიდებულება, ნიკოტინური დოზის მიმართ ვითარდება ტოლერანტობა, ნიკოტინის განსაზღვრული დოზის არ მიღების შემთხვევაში _ ,,ნიკოტინური შიმშილი", რაც აბსტინენციური მოვლენების განვითარებას იწვევს.
- ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (,,ჯანმო") ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვაში, მუხლი ,,ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები" შეტანილია ნოზოლოგია – ,,თამბაქოს მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები".
- თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობას (გარდა ნიკოტინური ალკალოიდებისა) ფისი ეწოდება.
- ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3-დან 2 მგრ-მდე ნიკოტინს და 8_35 მგრ- მდე ფისს.
- თუ ადამიანი დღეში ეწევა 20 ღერ სიგარეტს, წლის განმავლობაში მის ფილტვებში ილექება 1 ლიტრი ფისი.
- თამბაქოს კვამლი (ფისი) შეიცავს 4 000-ზე მეტ ნივთიერებას.
- თამბაქოს წვისას წარმოიქმნება ძირითადი და გვერდითი კვამლი.
- ძირითადი კვამლი ხვდება მწეველის ორგანიზმში და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიების განვითარებას
- გვერდითი კვამლი ვრცელდება ჰაერში და უფრო საშიშია, რადგან ის შეიცავს 4-5-ჯერ მეტ ნახშირჟანგს, 3-ჯერ მეტ ნიკოტინს და ფისს, 45-ჯერ მეტ ამიაკს, 4-ჯერ მეტ ბენზეპირენს.
- თამბაქოს კვამლში შემავალი 40 ნივთიერება (კანცეროგენი) იწვევს სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებს.
- თამბაქოს კვამლის ერთ-ერთი შემადგენელი ნივთიერებაა ნახშირის მონოქსიდი (რომელიც გამოიყოფა მანქანის გამონაბოლქვში)
- თამბაქოს კვამლი შეიცავს ამონიუმს (გამოიყენება ტუალეტის ნიჟარის საწმენდად) და დარიშხანს (თაგვების საწამლავი).
- პირველი ნაფაზის დარტყმიდან რამდენიმე წამში ფილტვებში კანცეროგენული ნივთიერებები ხვდებიან, ხოლო პირველი სიგარეტის მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ხშირდება გულისცემა, იზრდება სისხლის წნევა, ვითარდება ყელისა და თვალების გაღიზიანება, სისხლში ნახშირმჟავა გაზი შეიწოვება. რაც დამღუპველი ,,საჩუქარია” მწეველის ორგანიზმისათვის;
- თამბაქოს მოხმარების მოკლევადიანი უარყოფითი შედეგები ვლინდება სიგარეტის მოწევისთანავე: გულის ცემის გახშირება, არტერიული წნევის ზრდა, ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ნახშირჟანგის სისხლში შეღწევა, ფილტვებში კანცეროგენების მოხვედრა, ჰაერის მოწამვლა, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
- თამბაქო სიკვდილიანობაში ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
- პროგნოზების მიხედვით, 2020 წლისათვის თამბაქო ავადობისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი იქნება, რადგან მისგან ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი დაიღუპება.
- თამბაქოს მოხმარება იწვევს სიმსივნეებს, გულისა და ფილტვის დაავადებებს, ინსულტს.
- იმ მწეველებში, რომელთა ასაკი 18 წელია, უკვე აღინიშნება გულის დაავადების ნიშნები.
- თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სხვა უარყოფითი შედეგები: ტუჩის, ენის, სასის, საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რაც გემოვნების შეგრძნების კლებას იწვევს, მშრალი ხველა, პირის ღრუს ინფექციები, გამონაყარი სახეზე, კბილის ემალის დაზიანება, ნორმალური სუნთქვის დარღვევა, გამძლეობის, მახსოვრობის და მხედველობის დაქვეითება, სხვადასხვა დაავადებების მიმართ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის შესუსტება.
- ერთი ღერი სიგარეტი მწეველის სიცოცხლეს 7 წუთით ამცირებს.
- მიუხედავად მარკის, ხარისხის და ფასისა არ არსებობს ჯანმრთელობისათვის უვნებელი თამბაქოს პროდუქცია.
- საქართველოში სიგარეტის წევის შედეგად ყოველწლიურად 8-12 ათასი ადამიანი იღუპება, მსოფლიოში 3-4 მილიონი.
- თამბაქოს მიზეზით მსოფლიოში ყოველ 10 წამში ერთი მწეველი იღუპება.
- ფიზიკური ვარჯიში და თამბაქო ერთმანეთთან შეუთავსებელია, რის გამოც მწეველის ფიზიკური სიჯანსაღე გაცილებით ჩამოუვარდება არამწეველისას.
- სიმსივნეების შემთხვევათა 87%-ის გამომწვევი თამბაქოა.
- თამბაქოს მოხმარებისაგან გაცილებით მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე ერთიანად აღებული შიდსის, ავტოკატასტროფების, მკვლელობების, თვითმკვლელობების, ინფექციური დაავადებების, სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შედეგად.
- საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის მწეველებში იმპოტენციის განვითთარების რისკი 72%-ით მეტია, ვიდრე არამწეველებში.
- თამბაქოს კომპანიები ითვალისწინებენ რა თამბაქოს (ნიკოტინის) თვისებებს, პრიორიტეტულ სტრატეგიად მიიჩნევენ: ახალი მომხმარებლების მოზიდვას, არსებული მომხმარებლების შენარჩუნებას, მწეველთა წაქეზებას – მოწიონ რაც შეიძლება მეტი, ზეგავლენას, რომელიც მწეველს არ აფიქრებინებს სიგარეტის მარკის შეცვლას, ისეთი პირობების შექმნას, რომ მწეველმა არ იფიქროს სიგარეტის გადაგდებაზე.
- თამბაქოს კომპანიები გრანდიოზულ თანხებს ხარჯავენ სიგარეტის რეკლამებზე, რითაც ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ადამიანს ხდიან თამბაქოზე დამოკიდებულს.
- თამბაქოს კომპანიები ცდილობენ ჩაითრიონ და თამბაქოზე დამოკიდებულნი გახადონ, რაც შეიძლება ახალგაზრდა ასაკის პირები.
- მწეველთა 80 %-მა თამბაქოს მოხმარება დაიწყო 18 წლამდე ასაკის პერიოდში.
- მწეველების 40% თავიდან მოიხმარდა 1-2 ღერ სიგარეტს, მიუხედავად ამისა, ისინი თამბაქოზე დამოკიდებულნი გახდნენ.
- თუ თამბაქოს მოხმარებას არ დაიწყებ 18 წლამდე ასაკში, შენი შანსი გახდე მწეველი 70%-ით მცირდება.
- საქართველოში თამბაქოს მასიურ მოხმარებას ბიჭები იწყებენ 10-11 წლის ასაკიდან, გოგონები 12-13 წლის ასაკში.
- საქართველოში ქალებში მწეველთა რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ თუ სასწრაფოდ არ შეჩერდა ეს პროცესი, მოხდება ახალი კატასტროფა საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის.
- თამბაქოთი გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა ხელს უწყობს საქართველოში ეკონომიკური კრიზისის განვითარებას.
- ყველა 35 წლის ასაკის ქართველ მამაკაცში 5-დან ერთი შემოქმედებითი აქტივობის პერიოდში თამბაქოსაგან გამოწვეული პრობლემებით გარდაიცვლება.
- გამოკვლევებით დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ამჟამად 0-19 ასაკობრივ ჯგუფში ერთიანდება, მწეველებს 800 ათასი ადამიანი მოემატება, რომელთაგან 400 ათასი დაიღუპება თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, მათ შორის 200 ათასი დაიღუპება საშუალო ასაკში, ამდენივე ხანშიშესულობის ასაკში.
- თამბაქოს კომპანიები ცდილობენ თავისი პროდუქციის რეკლამირებას, რათა მიიღონ მაქსიმალური მოგება მწეველის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე
- გარდა მძიმე დაავადებებისა, თამბაქო იწვევს პირიდან და თმებიდან უსიამოვნო სუნს, თითებისა და კბილების გაყვითლებას, ტანსაცმელს საფერფლის სუნი ასდის.
0 comments: