რისგან შედგება თამბაქო?



თამბაქოს ფოთლები შეიცავს 2500-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, თამბაქოს ბოლში კი მათი რაოდენობა 4000-მდე აღწევს. მეცნიერების მიერ განსაზღვრულია, რომ თამბაქოს ბოლში შედის ორმოცზე მეტი კანცეროგენი. (კანცეროგენი წრმოადგენს კიბოს გამომწვევ ნივთიერებას).
მოწევისას თამბაქოს 25% იწვება,25% ჩადის ფილტვებში,50% უცვლელი სახით რჩება გარემოში. თამბაქოს კვმლი მოიცავს ორ ფაზას: აიროვან და მყარ ფაზებს

            აიროვან ფაზაში გამოყოფილი ძირითადი ტოქსიკური ნივთიერებებია :

ნახშირორჟანგი, აზოტის ოქსიდი, ამიაკი, ბენზოლი, ფორმალდეჰიდი, აზოტის ჟანგი, აცეტონი.

კვამლის მყარი ფაზა წარმოდგენილია თამბაქოს ფისის სახით. ფისი არის თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობა (ნახშირი, არომატული ნახშირწყლები, ბენზილი, ნიკელი, პოლონიუმი და სხვა). მათი ზემოქმედება იწვევს სხვადასხვა სიმსივნეების წარმოქმნას. ამ ნივთიერებიდან შეიძლება გამოვყოთ ჯანმრთელობისათვის საშიში სამი ნივთიერება: ნიკოტინი, კარბონმონოქსიდი და კუპრი.
ნიკოტინი არის მეცნიერული წარმოშობის ზეთისებრი უფერო გამჭირვალე სითხე აქვს მწარე გემო, ახასიათებს ტოქსიური ზემოქმედება. ნიკოტინის ერთი წვეთი კლავს საშუალო წონის ადამიანს.

კარბონმონოქსიდი მომწამლავი გაზია,რომელსაც შეიცავს სიგარეტის ბოლი. იგი აგრეთვე შედის ავტომობილის ძრავის გამონაბოლქვში. ამ გზის მომწამლავი მოქმედება გამოიხატება იმით, რომ იგი სისხლის წითელ ბურთულებს ჟანგბადზე ადვილად უერთდება,იკავებს ჟანგბადის ადგილს და მწეველის ორგანიზმი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადით. ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემების ფუნქციების დაქვეითებას.

კუპრი წარმოადგენს მეტად საშიშ კანცეროგენულ (კიბოს გამომწვევ) ნივთიერებას, რომელიც თამბაქოს ბოლთან ერთად ხვდება ფილტვებში და იქ ილექება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს წევა იწვევს სისხლძარღვოვან ცვლილებებს. ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები. კარდიოლოგთა მონაცემებით, თამბაქოს მწეველთა შორის ინფაქტით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე არამწეველთა შორის. თამბაქოს მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებები. განსაკუთრებით ხშირია ქრონიკული ბრონქიტი. თამბაქოს წევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია ფილტვის კიბო. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში. დადგენილია, რომ მწეველთა შორის ტუბერკულიოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. მოზრდილთა შორის ტუბერკულიოზით დაავადებულთა 95% მწეველები არიან. ნიკოტინის მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის დონის მომატებას, ხოლო დიდი დოზა კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დათრგუნვას. სწორედ ამით აიხსნება ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი დაწევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას და სიკვდილს.

Author

Written by Admin

Aliquam molestie ligula vitae nunc lobortis dictum varius tellus porttitor. Suspendisse vehicula diam a ligula malesuada a pellentesque turpis facilisis. Vestibulum a urna elit. Nulla bibendum dolor suscipit tortor euismod eu laoreet odio facilisis.

0 comments: