ინფორმაცია კი ასეთია:
- თამბაქოს მოხმარება – დაავადებაა და არა მავნე ჩვევა. პირი, რომელიც თამბაქოს მოიხმარს, ითვლება ქრონიკული ნიკოტინიზმით დაავადებულად. საზოგადოებაში კი გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ თამბაქოს მოხმარება არის არა დაავადება, არამედ მავნე ჩვევა.
- ნიკოტინი თავისი თვისებების გამო უახლოეს წარსულში გამოიყენებოდა როგორც ინსექტიციდი – მწერების გამანდგურებელი საყოფაცხოვრებო საშუალება.
- თამბაქოს მოხმარების შედეგად ვითარდება ნიკოტინზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, ყალიბდება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ქცევითი და ფსიქიკური აშლილობა. ფსიქიკური აშლილობა არის დაავადება და არა მავნე ჩვევა.
- სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის გარდა 4300 ნივთიერებას, მათ შორის რადიაქტიულ ელემენტებს და კანცეროგენებს. მოწევის შედეგად ისინი უკლებლივ ყველა ხვდება ორგანიზმში და თითოეული მოწეული ღერი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ინტოქსიკაცია კი ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობაა და არა მავნე ჩვევა.
- თითოეული მოწეული ღერი სიგარეტი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და კლავს. ,,მოწევა კლავს”- კოლოფზე აღნიშნული წარწერა შეესაბამება სინამდვილეს. მომაკვდინებელი არის მხოლოდ დაავადება და არა მავნე ჩვევა
- თითოეული მოწეული ღერი სიგარეტი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და კლავს. ,,მოწევა კლავს”- კოლოფზე აღნიშნული წარწერა შეესაბამება სინამდვილეს. მომაკვდინებელი არის მხოლოდ დაავადება და არა მავნე ჩვევა
თამბაქოს მოწევა საკმაოდ გავრცელებული მავნე ჩვევაა. თამბაქოს ხანგრძლივი გამოყენებისას ხშირად ვითარდება არასუსურველი შედეგები:
- კარიესი – თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესს;
- კბილების გაყვითლება;
- სტომატიტი;
- სასუნთქი გზების დაავადებები – ქრონიკული ბრონქიტი.
- ფილტვის კიბო – მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია;
- ავთვისებიანი სიმსივნე – შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში;
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;
- მაღალია მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის კუნთის და ტვინის სისხლძარღვების დაავადებების განვითარების რისკი.
ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, – პასიური მწეველი ეწოდება. მათი უმრავლესობაა ბავშვები და მოზარდები. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.
პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 000 არამწეველი იღუპება პასიური წევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, მოზარდებზე და იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ასთმა, გულის თუ სხვა სერიოზული დაავადებები.
მწეველი მშობლების შვილები ფაქტობრივად არიან პასიური მწეველები. ასეთ ბავშვებში აღინიშნება ინფექციური დაავადებებისადმი ნაკლები წინააღმდეგობის უნარი, ისინი ხშირად ავადმყოფობენ, აცდენენ სკოლას და უფრო დიდხანს არიან საავადმყოფოებში, ვიდრე არამწეველთა შვილები.
თამბაქოს მოწევის ნაცვლად მიმართეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
0 comments: