ბლოგი შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე" მონაწილეობის მისაღებად. თემატიკა მეტად აქტუალურია ჩვენი თაობისთვის, ამიტომაც ხალისითა და დიდი ინტერესით შევუდექით თემაზე მუშაობას. ყველამ კარგად ვიცით ან გაგვიგია, როგორი დამღუპველია თამბაქოს მოხმარება ადამიანისთვის. ზრდასრული ადამინებისგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ სიგარეტის კოლოფებზე ვნახულობთ ამ გამაფრთხილებელ წარწერას ან გვესმის უფროსებისგან, საკუთარ თავზე კი ჯერ არ გამოგვიცდია მისი მავნებლური შედეგი, არა იმიტომ , რომ ჩვენი თანატოლები არ ეწევიან, არამედ იმიტომ, რომ ჯერ გაუაზრებლად და ძალიან ირონიულად ვისმენთ და ვუყურებთ ამ გაფრთხილებებს და არც კონკრეტულად ვიცით, რა რისკები და საშიშროება იმალება ამ "მავნებლობაში" ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით წარგვემართა და უფრო თვალნათლივ დაგვენახა ჩვენც და გვენახებინა თანატოლებისთვის , რა იგულისხმება და რა საფრთხე და საშიშროება მოელის ადამიანს ამ მავნე ჩვევისგან, ანუ გვინდოდა, ეს გამაფრთხილებელი მოწოდება "მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის", უფრო თვალსაჩინო და თვალშესავლები გაგვეხადა.
იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ მოპოვებულ-მოძიებული მასალა დიდად დაეხმარება ჩვენს მეგობრებს, თანატოლებს და ასევე ზრდასრულ ადამიანებს, სხვა კუთხით შეხედონ პრობლემას და სწორი არჩევანი გააკეთონ!
0 comments: