პრობლემა და მიზანი

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რა შედეგები მოყვება თამბაქოს მოხმარებას, მაგრამ ამის მიუხედავად აგრძელებს ან არამწეველი იწყებს მოწევას და მოგვიანებით აცნობიერებს შეცდომას, მაგრამ ამაოდ. ხაფანგი დაგებულია და მისგან თავის დაღწევა არც თუ ისე იოლია. ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა ინფორმაცია, ჩაგვეტარებინა კვლევა, გაგვეკეთებინა ანალიზი და  მიღებული დასკვნებითა და შეფასებებით წარვმდგარიყავით ჩვენი სკოლის თვითმართველობის დახმარებით თანატოლების წინაშე, რათა გასააზრებლადა და დასაფიქრებლად მიგვეწოდებინა თვალსაჩინო ინფორმაცია . ჩვენს ასაკში ჯერ კიდევ ადვილია ამ ჩვევისათვის თავის დანებება, ანდა სულაც არ დაწყება.
ჩვენი მიზანიც ესაა: 
იმედი გვაქვს, ჩვენი ბლოგის საშუალებით ბევრ თანატოლს დავეხმარებით სწორი არჩევანის გაკეთებაში და მისი კვამლით დაბურულ და გაბრუებულ ილუზიურ სამყაროსაც ფერადი და მხიარული ფერებით ავავსებთ!


0 comments: