• არჩევანი შენზეა!
  • იცხოვრე კვამლის გარეშე
  • ნუ იქნები თვითმკვლელი

ანტირეკლამა

მიეცი სიცოცხლეს შანსი, ნუ დაუწესებ ლიმიტს!




read more →

ჩვენი ფილმი - შეჩერდი! შენ გაქვს არჩევანის საშუალება!





read more →

მიმართვა მშობლებს



read more →

ჩვენი გაკეთებული ანიმაციური ფილმი დასაფიქრებლად



დიდებო და პატარებო, სტაჟიანებო და დამწყებებო!

გთხოვთ, ნახოთ ჩვენ მიერ მომზადებული ანიმაცია,  დაფიქრდეთ, გაითვალისწინოთ და სწორი დასკვნა და არჩევანი გააკეთოთ!


read more →

რისგან შედგება თამბაქო?



თამბაქოს ფოთლები შეიცავს 2500-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, თამბაქოს ბოლში კი მათი რაოდენობა 4000-მდე აღწევს. მეცნიერების მიერ განსაზღვრულია, რომ თამბაქოს ბოლში შედის ორმოცზე მეტი კანცეროგენი. (კანცეროგენი წრმოადგენს კიბოს გამომწვევ ნივთიერებას).
მოწევისას თამბაქოს 25% იწვება,25% ჩადის ფილტვებში,50% უცვლელი სახით რჩება გარემოში. თამბაქოს კვმლი მოიცავს ორ ფაზას: აიროვან და მყარ ფაზებს

            აიროვან ფაზაში გამოყოფილი ძირითადი ტოქსიკური ნივთიერებებია :

ნახშირორჟანგი, აზოტის ოქსიდი, ამიაკი, ბენზოლი, ფორმალდეჰიდი, აზოტის ჟანგი, აცეტონი.

კვამლის მყარი ფაზა წარმოდგენილია თამბაქოს ფისის სახით. ფისი არის თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობა (ნახშირი, არომატული ნახშირწყლები, ბენზილი, ნიკელი, პოლონიუმი და სხვა). მათი ზემოქმედება იწვევს სხვადასხვა სიმსივნეების წარმოქმნას. ამ ნივთიერებიდან შეიძლება გამოვყოთ ჯანმრთელობისათვის საშიში სამი ნივთიერება: ნიკოტინი, კარბონმონოქსიდი და კუპრი.
ნიკოტინი არის მეცნიერული წარმოშობის ზეთისებრი უფერო გამჭირვალე სითხე აქვს მწარე გემო, ახასიათებს ტოქსიური ზემოქმედება. ნიკოტინის ერთი წვეთი კლავს საშუალო წონის ადამიანს.

კარბონმონოქსიდი მომწამლავი გაზია,რომელსაც შეიცავს სიგარეტის ბოლი. იგი აგრეთვე შედის ავტომობილის ძრავის გამონაბოლქვში. ამ გზის მომწამლავი მოქმედება გამოიხატება იმით, რომ იგი სისხლის წითელ ბურთულებს ჟანგბადზე ადვილად უერთდება,იკავებს ჟანგბადის ადგილს და მწეველის ორგანიზმი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადით. ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემების ფუნქციების დაქვეითებას.

კუპრი წარმოადგენს მეტად საშიშ კანცეროგენულ (კიბოს გამომწვევ) ნივთიერებას, რომელიც თამბაქოს ბოლთან ერთად ხვდება ფილტვებში და იქ ილექება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს წევა იწვევს სისხლძარღვოვან ცვლილებებს. ნიკოტინის მოქმედების შედეგად ვიწროვდება სისხლძარღვები. კარდიოლოგთა მონაცემებით, თამბაქოს მწეველთა შორის ინფაქტით სიკვდილიანობა ორჯერ მეტია, ვიდრე არამწეველთა შორის. თამბაქოს მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებები. განსაკუთრებით ხშირია ქრონიკული ბრონქიტი. თამბაქოს წევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია ფილტვის კიბო. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ფილტვის კიბოს დაავადების საშიშროება თამბაქოს მწეველთა შორის ოცჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში. დადგენილია, რომ მწეველთა შორის ტუბერკულიოზით დაავადებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია. მოზრდილთა შორის ტუბერკულიოზით დაავადებულთა 95% მწეველები არიან. ნიკოტინის მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის დონის მომატებას, ხოლო დიდი დოზა კი გულ-სისხლძარღვთა მუშაობის დათრგუნვას. სწორედ ამით აიხსნება ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს სისხლძარღვებში წნევის მკვეთრი დაწევა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას და სიკვდილს.
read more →

ჩვენი სამოქმედო გეგმა



კვლევა-რატომ იწყებენ მოსწავლეები თამბაქოს მოხმარებას
თანატოლებისა და ზრდასრულ ადამიანთა გამოკითხვა ჩვენს რაიონში, ონლაინ ანონიმური გამოკითხვა
კვლევის შედეგების ანალიზი
ინფორმაციის დახარისხება, შეჯამება და სტატისტიკისა და მიზეზების დადგენა
ინფორმაცია გააზრებისათვის
ვიზიტი ექიმთან
ჩვენი ექსპერიმენტი
ექსპერიმენტი ფარული კამერით
ეს ყველამ უნდა იცოდეს
თამბაქოს მავნებლობის შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
კვლევის შედეგების პრეზენტაცია
სკოლის მოსწავლეებთან წარდგენა თვითმართველობის დახმარებით
ბუკლეტების დამზადება
საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება მშობლებისათვის
სასკოლო ჟურნალის გამოშვება
სკოლის მოსწავლეებისა და მშობლებისათვის
დასკვნების, შეფასებებისა და პრობლემის გადაჭრის ჩვენეული გზების დასახვა
ბლოგსა და სასკოლო სტენდზე განთავსება 


read more →

ბლოგის შექმნის მიზანი



ბლოგი შექმნილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე" მონაწილეობის მისაღებად. თემატიკა მეტად აქტუალურია ჩვენი თაობისთვის, ამიტომაც ხალისითა  და დიდი ინტერესით შევუდექით თემაზე მუშაობას. ყველამ კარგად ვიცით ან გაგვიგია, როგორი დამღუპველია თამბაქოს მოხმარება ადამიანისთვის. ზრდასრული ადამინებისგან განსხვავებით, ჩვენ მხოლოდ სიგარეტის კოლოფებზე ვნახულობთ ამ გამაფრთხილებელ წარწერას ან გვესმის უფროსებისგან, საკუთარ თავზე კი ჯერ არ გამოგვიცდია მისი მავნებლური შედეგი, არა იმიტომ , რომ ჩვენი თანატოლები არ ეწევიან, არამედ იმიტომ, რომ ჯერ გაუაზრებლად და ძალიან ირონიულად ვისმენთ და ვუყურებთ ამ გაფრთხილებებს და არც კონკრეტულად  ვიცით, რა რისკები და საშიშროება იმალება ამ "მავნებლობაში" ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით წარგვემართა და უფრო თვალნათლივ დაგვენახა ჩვენც და გვენახებინა თანატოლებისთვის , რა იგულისხმება და რა საფრთხე და საშიშროება მოელის ადამიანს ამ მავნე ჩვევისგან, ანუ გვინდოდა, ეს გამაფრთხილებელი მოწოდება "მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის", უფრო თვალსაჩინო და თვალშესავლები გაგვეხადა.

იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ მოპოვებულ-მოძიებული მასალა დიდად დაეხმარება ჩვენს მეგობრებს, თანატოლებს და ასევე ზრდასრულ ადამიანებს, სხვა კუთხით შეხედონ პრობლემას და სწორი არჩევანი გააკეთონ!
read more →